საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 9 მაისს ზუგდიდს ეწვევა და შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კამპანია ,,კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში სტუდენტებთან კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით გამართავს დისკუსიას.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვების კომისიის შეხვედრას შეუერთდება და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საყოველთაო განხილვებში მიიღებს მონაწილეობას.