LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ-ერთი ახალი ინფიცირებულის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა – მარინა ეზუგბაია

190
105548260-2542629989287585-7119515998389169391-n

“ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო ცნობილია” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან 2 იმპორტირებულია, ერთს კი ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.

მარიან ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში 24 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

“გუშინდელი მონაცემებით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 911 იყო, დაგვემატა 3 ახალი შემთხვევა და 914 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობის სამით გაიზარდა, იყო 768 და გახდა 771. ამ მონაცემებით კოვიდცენტრებში კვლავ 129 პაციენტი მკურნალობს. ამ სამი ახალი პაციენტიდან ორი შემოტანილია, საკარანტინო ზონიდანაა და ერთი – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. დღეის მონაცემებით, 24 დადასტურებული შემთხვევა გვყავს”, – აცხადებს ეზუგბაია.

მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ 1 ახალი ინფიცირებული შეიყვანეს, რომლის წყარო ჯერჯერობით უცნობია, ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალოზე მძიმეა.

“გუშინ ჩვენთან მხოლოდ ერთი ახალი პაციენტი შემოვიდა, ორი – გამოჯანმრთელდა. ახალი პაციენტის, ყარაჯალიდან გადმოყვანილი ქალის მდგომარეობა პროგნოზულად სერიოზულია იმ თვალსაზრისით, რომ მას მძიმე პნევმონია აქვს და დაავადების პროგრესირება მიმდინარეობს. კვლევები ადასტურებს, რომ სიტუაცია საშუალოზე მძიმეა. როგორც ჩემთვის ცნობილია, მისი წყაროების კვლევა გრძელდება და იმედია, რომ პირველწყაროს დადგენა რთული არ იქნება”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონვირუსის შემთხვევების და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g