თბილისთან ახლოს, ოქროყანის ტყეში „დაკარგული ქოხი“ გამოჩნდა, სადაც დასვენებას შეძლებთ. ინფორმაცია აღნიშნული განთავსების ობიექტის შესახებ სოციალურ ქსელში, კერძოდ ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად შექმნილ ჯგუფში – Spend 4 Seasons in Georgia გავრცელდა.
„მინდა ერთი ულამაზესი ადგილი – Lost Hut / დაკარგული ქოხი გაგაცნოთ, რომელიც თბილისთან ახლოს, ოქროყანის ტყეში მდებარეობს. დაკარგული ქოხი მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს: 23 ადამიანზე გათვლილ სასტუმროს, რესტორანს – უგემრიელესი კერძებით, აუზს და სივრცეს ღონისძიებებისთვის. მოკლედ, თუ გსურთ განტვირთვა, სუფთა ჰაერი, მზე, აუზი, ჰამაკში კითხვა, შემდეგ გემრიელი ვახშამი და ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა, გელოდებით დიდი სიყვარულით! “- წერენ Spend 4 Seasons in Georgia-ში.
აღსანიშნავია, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, „დაკარგულ ქოხში“ უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია.