LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ არავინ გაუჩერა მანქანა?! ვზივარ და მეტი ვერაფერზე ვფიქრობ…

7267
dasd

ეკატერინე იმედაშვილი გიორგი შაქარაშვილს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოკვეთილ ახალ გარემოებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მას უკვირს მცხეთიდან თბილისისკენ მომავალ შაქარაშვილს როგორ არავინ გაუჩერა გზად მანქანა.

“როგორ არავინ გაუჩერა მანქანა?! დილის 5 საათი ხდება, ვზივარ და მეტი ვერაფერზე ვფიქრობ… ეს დღეები სხვა ყველაფერზე ვიფიქრე უკვე – ჩხუბზე, ჩამპალ უბნურ მენტალიტეტზე,  შიშზე და სასოწარკვეთაზე, სიკვდილზე… ახლა კი მარტო ესღა მეფიქრება – როგორ არავინ გააჩერა მანქანა?!

ვიდეო: პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმის კადრებს ავრცელებს

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ჩვიდმეტივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

ამ რამდენიმე წლის წინ, ღამის 12-კენ დიდი დიღმის ხიდის ქვეშ 17-18 წლის ბიჭს გავუჩერე, კაი ზორბა ბავშვი კი იყო, მერე მითხრა – სპორტსმენი ვარო, არავინ გამიჩერა და ფეხით მოვდივარ კაი ხანიაო. დიდი დიღმის ბოლოში ცხოვრობდა, სადღაც ზემოთ, იქ არც ვიყავი ნამყოფი. თქვენ სადამდეც მიდიხართ, იქ ჩამომსვითო. მეც მანდ ვცხოვრობ -თქო, მოვატყუე. დედამ 3-ჯერ დაურეკა 10 წუთის განმავლობაში, მივიყვანე სადარბაზომდე. მოსაბრუნებელი სივრცე არ იყო და ვკითხე, უკან გზაზე როგორ გავიდე-თქო. გაუკვირდა, ჩემთვის ამოხვედით აქამდეო? კი, ვინმეს ხომ უნდა მოეყვანე სახლში -მეთქი… გზა მასწავლა, მერე სარკეში ვხედავდი – იდგა და მიყურებდა მიმავალს, ბოლოს ხელიც დამიქნია გამოსამშვიდობებლად… დამიჯერეთ, სასიამოვნო გრძნობაა, ქუჩაში დარჩენილ ტანად თუნდაც ზორბა, მაგრამ მაინც ბავშვს სახლში რომ მიიყვან!…

არა, მაინც როგორ არავინ გაუჩერა?!” – წერს ეკატერინე იმედაშვილი.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს ბრალი წარუდგინა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g