რუსმა მესაზღვრეებმა 23 წლის მწყემსი, დავით ვარდოშვილი გაათავისუფლეს. „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ორკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ, მწყემსი გათავისუფლებულია.
დავით ვარდოშვილი საქართველოში გვიან ღამით გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად ის საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული.
ახალგაზრდა რუსმა მესაზღვრეებმა 3 ივნისს, ყადორის მთაზე, საქონლის მწყემსვისას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით განმარტავდა, რომ მოხდა მყისიერი რეაგირება, პროცესში ჩართული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.
საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან რუს მესაზღვრეებს საქართველოს მოქალაქეები ადრეც დაუკავებიათ.
2017 წელს, იმავე ტერიტორიიდან რუსი მესაზღვრეების ტყვეობაში აღმოჩნდა სოფელ შილდაში მცხოვრები მამაკაცი, რომელიც საქონელს მწემსავდა. ის მეოთხე დღეს გაათავისუფლეს.
2018 წელს, რუსებმა საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს 2 ქართველი მესაზღვრე და მესამე დღეს გაათავისუფლეს. დავით ვარდოშვილის დაკავებიდან უკვე 10 დღე გავიდა.