LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისებს რამდენიმე ავიაკომპანია შეასრულებს

66
Gty-airport-checkin-er-160415-16x9-992

გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ჩარტერული რეისების განრიგის შემუშავება დაავალა.

პრემიერის ინფორმაციით, ჩარტერული რეისები არა ერთი, არამედ რამდენიმე ავიაკომპანიის მიერ უნდა შესრულდეს. რაც შეეხება ბილეთის ფასს, ის 200 ევროს არ უნდა აჭარბებდეს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამემამულეები. ეკონომიკის სამინისტროს აქვს დავალება, რომ ორშაბათისთვის არსებობდეს განრიგი მისაღები ფასებით, არ უნდა იყოს კატასტროფული ფასები“ – განმარტა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g