უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე მორიგ სპეცრეისს განახორციელებს. „ავიანიუსის“ ინფორმაციით, ფრენა 16 ივლისს შედგება და მისი მიზანი, საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ტრანსპორტირებაა.
აღსანიშნავია, რომ ავიაბილეთის ფასი 226 დოლარია. რაც შეეხება კიევი-თბილისის მიმართულებას – ამ მარშრუტზე SkyUp Airlines მგზავრების ტრანსპორტირებას არ განახორციელებს.
შეგახსენებთ, SkyUp Airlines-მა აქამდე, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად 2 სპეცრეისი განახორციელა.