ფემიციდის მორიგი შემთხვევა. დაბა სურამში სანადირო თოფით ქმარმა ცოლი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მეუღლეს გვიან ღამით, საწოლში ესროლა. ცოლ-ქმარს 3 შვილი ჰყავს. როგორც მეზობლები ყვებიან შემთხვევის დროს ბავშვები შინ არ იმყოფებოდნენ.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.