შვედეთის კუნძულზე დააგებენ გზას, რომელსაც გამვლელი ელექტრომობილების დამუხტვა შეეძლება. გოტლანდის „ელექტროგზა“ 4 კილომეტრის მანძილის იქნება და კუნძულის მთავარ ქალაქ ვისბიუს აეროპორტთან დააკავშირებს. პროექტის დაწყება 2020 წლის აგვისტოში იგეგმება.
გზის საფარზე მაგნიტის ნაწილაკებს ჩაამონტაჟებენ, კიდეებში კი გადამცემები განლაგდება. სისტემა გამვლელ ავტომობილებს ელექტრომაგნიტური ინდუქციის პრინციპით დამუხტავს.
მწარმოებელი გზას ისე დააპროგრამებს, რომ მან პირველ რიგში ელექტრო ავტობუსები და სატვირთოები დამუხტოს. საქმე ისაა, რომ ელექტროძრავზე პირველ რიგში სწორედ ავტობუსები და სატვირთოები უნდა გადავიდეს, რამეთუ შიდა წვის ძრავის მქონე ტრანსპორტი დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარს და გარემოს მსუბუქ ავტომობილებთან შედარებით მეტ ზიანს აყენებს.
ინოვაციური პროექტის ავტორი ისრაელში დაფუძნებული სტარტაპი Electreon Wireless გახდა. ზაფხულში „ელექტროგზის“ გაშვება თელ–ავივშიც იგეგმება და მისი სიგრძე 2 კილომეტრი იქნება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში პირველი „ელექტროგზა“ შვედეთში, 2018 წელს გაჩნდა. მაშინ ადგილობრივმა კომპანიამ სპეციალური მაგისტრალი ცენტრალური აეროპორტის სიახლოვეს დააგო და მისი სიგრძე 2 კილომეტრი იყო.