LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰყავდა თუ არა შაქარაშვილს შეყვარებული: რას პასუხობს საბედისწერო დაბადების დღის ორგანიზატორი

924
ani gabechava 22

„ტვ პირველმა“ მოიპოვა ანი გაბეჩავას ბოლო ჩვენება, რომელიც მან მცხეთის პოლიციის განყოფილებაში მისცა.

ჩვენებიდან ცნობილი ხდება, რომ სამართადამცველებმა საბედისწერო დაბადების დღის ორგანიზატორს, ახალგაზრდების პირად ცხოვრებაზე დაუსვეს კითხვები.

„მე მყავს ფსიქოლოგი და მისგან ვიღებ დახმარებას, რადგან გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების შედეგად მომადგა ფსიქოლოგიური ტრამვა. საზოგადოების მხრიდან შეურაცხყოფამ უარყოფითად იმოქმედა ჩემზე. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩემთვის ცნობილი არ არის ჰყავს თუ არა ვახტანგ ჩიქოვანს, ახვლედიანს ან ამირხანაშვილს შეყვარებული გოგონები. ასევე არ ვიცი, ჰყავდა თუ არა შეყვარებული გოგონა გიორგი შაქარაშვილს“, – ვკითხულობთ გაბეჩავას ჩვენებაში. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ შაქარაშვილის ერთ-ერთი „ოქროს მოწმე“ ვახო ახვლედიანი ჩვენებას ცვლის. ახვლედიანი ამბობს, რომ თავდამსხმელების მიზანი ცემა და ფიზიკური ანგარიშსწორება არ ყოფილა.

თუმცა საქმეში არსებული ფარული ჩანაწერებით დასტურდება, რომ ახვლედიანი ტყუის. ახვლედიანის შეცვლილ ჩვენებას ოჯახის მძაფრი რეაქცია მოჰყვა. გიორგი შაქარაშვილის დამ სოციალურ ქსელში დაწერა სტატუსი – “შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს, ჩემი მკვდარი ძმა სჯობია”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები