საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინგლისში, მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელბს.
“საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ინგლისელ ხალხს. ჩვენ მთელი გულით ვდგავართ მათ გვერდით ამ განსაცდელის დროს.
გამოვთქვამ რწმენას, რომ ცივილიზებული მსოფლიო სულ უფრო მეტად გაააქტიურებს მოქმედებას ტერორიზმის წინააღმდეგ და ჩვენ, საერთო ძალებით, მივაღწევთ მშვიდობას მთელ მსოფლიოში,” – წერს კვირიკაშვილი.