თბილისში, წყალტუბოს ქუჩაზე 15-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს დაუპირისპირდა.
ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რასაც გასროლაც მოჰყვა.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მალევე მივიდნენ საპატრულო ეკიპაჟები, თუმცა ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე აღარ იმყოფებოდნენ.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 236 მუხლის მე-3 (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 239 მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა) მიმდინარეობს.