LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელა ჩარკვიანი: „ნანას ურჩია, ცოლად არ გამომყოლოდა, რადგან უკურნებელი სენი მჭირდა…“

223
gelacharkvnnewssjl20

გელა ჩარკვიანი მეუღლესთან, ნანასთან ერთად გადღებულ ფოტოს აქვეყნებს და ასევე გვაცნობს მის შესახებ დაწერილ ამონარიდს წიგნიდან „ნაგერალა 2“.

„პირველ „ნაგერალაში“ ვთქვი, ძალიან ცუდი ადამიანი იშვიათობაა და მე ამგვარი არც შემხვედრია-მეთქი. წიგნი გამოსული იყო, როცა გამახსენდა ერთი ასეთი არსება.

მას შემდეგ, რაც მე და ნანამ გადავწყვიტეთ ხელი მოგვეწერა, მასთან მივიდა ერთი ჩვენი საერთო ნაცნობი ქალი და, როგორც კეთილმოსურნემ, ასე ვთქვათ, ურჩია, რომ ცოლად არ გამომყოლოდა, რადგან მას ჰქონდა ინფორმაცია ჩემი რაღაც უკურნებელი სენის შესახებ და მე, საუკეთესო შემთხვევაში, სულ რამდენიმე წელიწადს ვიცოცხლებდი. ნანამ, ბუნებრივია, ამ ვიზიტის შესახებ მაშინ არაფერი მითხრა. გავიდა რამდენიმე ათწლეული და ის ჩვენი საერთო ნაცნობი გარდაიცვალა. ეს ამბავი საზღვარგარეთ ყოფნისას გავიგეთ და რესტორანში ვახშმობისას ჭიქა ავწიე გარდაცვლილი ქალის მოსახსენიებლად. გამიკვირდა, რომ ნანა არ ამყვა. ის თითქოს კედელზე ერთ წერტილს მიშტერებოდა და რაღაცაზე დაძაბულად ფიქრობდა. ბოლოს გადაწყვიტა და ნახევარი საუკუნის წინათ, მის ბინაში გამართული საუბრის შესახებ მიამბო. გავოცდი. რაც მას კეთილისმყოფელმა ქალბატონმა უთხრა, მისივე მოგონილი ბოროტი ტყუილი იყო – მე არავითარი სენი არ მჭირდა.

როგორც მარქსი და ლენინი იტყოდნენ, ჭეშმარიტების კრიტერიუმი პრაქტიკაა. აგერ მე დღესაც ცოცხალი ვარ. საუბედუროდ, აღარ მყავს ნანა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები