LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტი სახლში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა და შოტლანდიიდან საბერძნეთში ველოსიპედით წავიდა

92
page

ბერძენი სტუდენტი შოტლანდიიდან სამშობლოში ველოსიპედით დაბრუნდა. ათასობით მილის გავლის შემდეგაც აბერდინა კლეონი დარწმუნებული არ იყო რომ მიზანს მიაღწევდა.

უჩვეულო მოგზაურობა 48 დღე გაგრძელდა და ასეთი თავგანწირვის მიზეზი სპორტული აზარტი ნამდვილად არ გამხდარა. საქმე ისაა, რომ კორონავირუსის გამო ყველა ფრენა გაუქმდა და 20 წლის ახალგაზრდა სახლში დაბრუნებას უბრალოდ ვეღარ ახერხებდა. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა გრძელი გზა ველოსიპედით გაევლო.

„მხოლოდ ახლა ვიაზრებ თუ რამდენად რთული მიზანი დავისახე. ამ მოგზაურობის დამსახურებით ბევრი რამე ვისწავლე, უკეთ გავიცანი ჩემი თავი, შესაძლებლობები, სიძლიერეები თუ სისუსტეები. დიდი იმედი მაქვს ჩემი მაგალითი ბევრ ადამიანს მისცემს სტიმულს, რომ კომფორტის ზონა დატოვოს და რაღაც წარმოუდგენელს მიაღწიოს.“

კლეონი შოტლანდიაში კარანტინის გამო გაიჭედა, თუმცა გადაწყვიტა რომ პანდემია მისთვის დაბრკოლება არ უნდა გამხდარიყო. თანაც, მისი მეგობრების უმრავლესობა სახლებს დაუბრუნდა და სასწავლებელში მარტო დარჩენა არ სურდა.

ახალგაზრდამ საჭირო ეკიპირება შეიძინა და გზას 10 მაისს დაადგა. მთელი მოგზაურობის განმავლობაში ის სოციალურ ქსელში სიახლეებს აქვეყნებდა და ოჯახი მის გადაადგილებას თვალს ამ გზით ადევნებდა.

კლეონი ათენში 27 ივნისს ჩავიდა და გზად ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია და იტალია გაიარა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g