საქართველოში კორონავირუსის კიდევ 4 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 1003-ს მიაღწია.
ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge– ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ სამი ადამიანი და საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსი უკვე 873 ადამიანმა დაამარცხა.
ინფიცირების 15 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5640, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 244 ადამიანი იმყოფება.
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა 31-ია.