LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის შვილი ბოსტნეულით შექმნილ რუკასთან – ღონისძიებები იწყება

117

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები თბილისში უკვე იწყება, დღეს 300-მდე წვევამდელი ფიცს დადებს.

თავისუფლების მოედანზე მივლენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, მთავრობის წევრები.

რუსთაველის გამზირზე 11 საათიდან 21 საათამდე ტექნოპარკის სივრცეში წარმოდგენილები იქნებიან სტარტაპერები, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებს შეასრულებენ თემატურად „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, გაიმართება გამოფენა/გაყიდვა.

რუსთაველზე დღეს ღონისძიებები გაიმართება ბავშვებისთვისაც, მათ შორის – საბავშვო არქეოლოგიური გათხრები, ქვიშაზე ხატვა – ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებისა და სცენების ილუსტრირება, დამთვალიერებლები შეძლებენ, ითამაშონ დიდი ზომის სამეფო ჭადრაკით, ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების ვიზუალით.

ღონისძიების ფარგლებში მოწყობილია სასოფლო-სამეურეო პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა,
“აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში 80-მდე მეწარმის, ასევე კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

რუსთაველის გამზირზე ხალხი უკვე იკრიბება, ღონისძიებაზე მივიდა პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილიც, რომელიც ხილ-ბოსტნეულისგან შექმნილ რუკასთან პოზირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g