კონცეპტArt-ის ცნობით, ქართველი საოპერო ვარსკვლავი ანიტა რაჭველიშვილი საბერძნეთის ეროვნული ოპერის საზაფხულო ფესტივალს გახსნის. 18 ივლისს მსოფლიოში აღიარებული მეცოსოპრანო ათენის ცენტრში, რომაული აგორას ღია სივრცეში, კამილ სენ-სანსისა და ვერდის ნაწარმოებებს შეასრულებს. ფესტივალი, სახელწოდებით All of Greece, One Culture 15 სექტემბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენები 70 სხვადასხვა კულტურულ სივრცეში გაიმართება.

