ერთ-ერთ ინტერვიუში კიმ კარდაშიანმა აღიარა, რომ გოგონათა ჯგუფი, Spice Girls ერთ დროს მისი საყვარელი კოლექტივი იყო. სულ ცოტა ხნის წინ კი ვარსკვლავმა „ინსტაგრამის“ საშუალებით ფოტო გაავრცელა. 39 წლის კიმმა თავის 4 დასთან, კორტნი, ხლოე, კენდალ და კაილისთან ერთად Spice Girls-ის „ლუქი“ გაიმეორა. ფოტოს კი სათაურად Spice Girls დააწერა.
აღსანიშნავია, რომ კარდაშიანების კლანის წარმომადგენელი გოგონები, ზუსტად იმეორებენ გოგონათა ჯგუფის დგომის მანერას, განლაგებასა და ტანისამოსის ფერების სიჭრელეს.
პოსტს 90-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო კოლექტივის ყოფილი წევრი, ვიქტორია ბექჰემი გამოეხმაურა და ხუმრობით დააკომენტარა, თუ რომელი განასახიერებდა თავად მას.
https://www.instagram.com/p/CCttSj7AJf0/