90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პანკ-ჯგუფი, Blink-182 ახალ ალბომზე მუშაობს. ამის შესახებ ჯგუფის დრამერმა, ტრევის ბარკერმა MTV-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კოლექტივის მომავალი სტუდიური ალბომი მუშაობის პროცესშია და ის ზაფხულის ბოლომდე გამოვა.
მუსიკოსმა ასევე ახალი კომპოზიცია, Quarantine დაანონსა და განაცხადა, რომ მას სულ მალე მოვისმენთ.