LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ლაფერაშვილი: „ნახევარი საათი ვარკვევდით, როდის გააგებინებდნენ ოჯახს, რომ ეს უბედურება ეთერში მანამდე არ მოგვეყოლა“

437
laferashvilinewsjl

„ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი ლაფერაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს, რომ ჟურნალისტები და პროდიუსერები შსს-ს ნახევარი საათის განმავლობაში ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ, როდის ამცნობდნენ ოაჯხს თამარ ბაჩალაიშვილის გარდაცვალების ამბავს, რომ შემდეგ თავად გაევრცელებინათ. შეგახსენებთ, დღეს სოცქსელებში საზოგადოება აღშფოთებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ ოჯახმა ქალიშვილის გარდაცვალება მედიისგან პირდაპირ ეთერში შეიტყო.

გიორგი ლაფერაშვილი წერს:

„ახლა ყურადღებით მომისმინეთ.

ნახევარი საათი არკვევდნენ ჟურნალისტები, პროდიუსერები და ვისაც არ ეზარებოდა ყველა – როდის გააგებინებდნენ ოჯახს, რომ ეს უბედურება ეთერში მანამდე არ მოგვეყოლა.

მესმის, რომ რაღაცები არ მოგწონთ.

მაგრამ ყველაფერზე ჟურნალისტების თრევა მოდაშია უკვე ვატყობ.

-ოთხდღიანი “ძებნის” მერე ტრასაზე დაგდებული მანქანა რომ მწყემსმა იპოვა.

-ნახევარი საათი რომ ვერ გაარკვია შსს-მ ოჯახმა იცოდა/არ იცოდა/უთხრეს/არ უთხრეს

მაგაზე ვკონცენტრირდეთ ჯობია – ასე მგონია მე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები