LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა მედიას მივმართო, რასაც კი გაიგებთ ყველაფერი შემატყობინეთ – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

966
mista-tamari

“რასაც კი გაიგებთ ყველაფერი შემატყობინეთ, იმიტომ, რომ დიდი საქმე გააკეთეს შაქარაშვილის საქმეში”,-ამ სიტყვებით მიმართა მედიის წარმომადგენლებს 23 წლის გარდაცვლილი ქალის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

როგორც ის ამბობს, ყველას მიწიდან ამოთხრის და არავის არაფერი შერჩება.

“მინდა მედიას მივმართო დიდი თხოვნით, რასაც კი გაიგებთ ყველაფერი შემატყობინეთ. იმიტომ, რომ დიდი საქმე გააკეთეს შაქარაშვილის საქმეში. ინფორმაციის საჯაროობა ერთია, მაგრამ ყველას გვერდით ვიქნები მე ყოველთვის. არავის არ მოერიდოს ჩემთან. თუ რამეს გაიგებთ, შემატყობინეთ. მეც ბევრი კითხვები მექნება, თქვენც თუ გექნებათ კითხვები და რაიმე ინფორმაცია მეც მომაწოდეთ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ არავინ არ დარჩეს დაუსჯელი. ყველა დაისჯება ისე, რომ არავის არ ჰქონდეს განცდა, რომ საქართველოში დაუსჯელობის სინდრომი არსებობს. არავის არაფერი არ უნდა შერჩეს. მიწიდან ამოვთხრი ვინც არ უნდა იყოს, ვინც ამ უკანონობის დამკანონებელია საქართველოში. არავის არაფერი არ შერჩება”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g