LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-სთან აქციაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

125
befunky-collage-2-2020-07-18-14-11-41-659446

შსს-სთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

გავრცელებული ცნობების თანახმად სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე გადასვლა გადაწყვიტა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია “ნუ მომკლავ” მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორია მოძრაობა შეცვალე და მას მოძრაობები გაბედესა და სირცხვილიას წევრებიც უერთდებიან. აქცია წუთიერი დუმილით დაიწყო.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ბოლო დროის გახმაურებულ საქმეებზე შსს-ს მიმართ არაერთი კითხვა გაჩნდა და ისინი უწყებას უმოქმედობასა და არაეფექტურობაში ადანაშაულებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g