რამდენიმე დღის წინ სალომე კორკოტაშვილი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სალომე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ქართველი დიზაინერის მიერ შეკერილ ვარდიან შავ კაბაში და აშშ-ს ჰიმნი შეასრულა.
მომღერალმა ვიდეო საკუთარი „ფეისბუქზე“ განათავსა და საკუთარი შთაბეჭდილებებიც გააზიარა:
„ასე ემოციურად არასდროს მიმღერია! ამერიკელების შეფასებამ მოლოდინს გადააჭარბა! მითხრეს, top ხუთეულში შევდივარ და მათ მიმიწვიეს super bowl-ზე, რომ სტადიონზე ვიმღერო ამერიკის ჰიმნი!
მინდა, მადლობა ვუთხრა დათუნა სულიკაშვილს, ასეთი ჯადოსნური კაბისთვის და ჩემს ახალ ოჯახს საქართველოს საელჩოს ვაშინგტონში!!!“