LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული თავისუფალია: ოჯახისწევრებს განსხვავებული პოზიცია აქვთ

91

ჩემი შვილის მკვლელი გარეთ დადის და ის არ არის გოდერძი თევზაძე, გოდერძი თევზაძე უდანაშაულოა,“- ეს განცხადება დემურ სტურუას დედამ, ნონა ჯოჯუამ,რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.

დემურ სტურუას დედა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც,  სტურუას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე გამართლდა, ეთანხმება.

ნონა ჯოჯუა ეჭვობს, რომ მისი შვილი თვითმკვლელობამდე სხვა პირმა მიიყვანა და არა გოდერძი თევზაძემ, რის შესახებაც პროკურატურას აცნობა, თუმცა მისი თქმით, რეაგირება არ მომხდარა და ამიტომ დემურ სტურუას დედა საგამოძიებო უწყების მუშაობით უკმაყოფილოა. მისი თქმით, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე წერილი ფიზიკური ზეწოლის შემდეგ დააწერინეს.

ნონა ჯოჯუა აცხადებს, რომ თავდაპირველად, ისიც ეჭვობდა, რომ მისი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში გოდერძი თევზაძეს მიუძღვოდა ბრალი, თუმცა შემდეგ მის უდანაშაულობაში დარწმუნდა. დემურ სტურუას დედის თქმით, „სამართალმა იზეიმა“

დემურ სტურუას დედისგან განსხვავებული პოზიცია აქვს გარდაცვლილის ბიცოლას. დარიკო ჯაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას კატეგორულად ეწინააღმდეგება და არ გამორიცხვას, რომ მოსამართლემ ქრთამი აიღო.

 

22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა 2016 წელს სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში მოხდა. სტურუამ სუიციდამდე წერილი დაწერა, სადაც ყველას დაემშვიდობა და საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. წერილში ახალგაზრდა კაცი თვითმკვლელობამდე მიყვანაში სამტრედიის პოლიციის თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ღიად ადანაშაულებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g