LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

40 დღე “შაქარას” გარეშე – როგორ იხსენებენ თანაგუნდელები ფეხბურთელს (ვიდეო)

544
BeFunky-collage (6)

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. „საბურთალოს“ ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც 19 წლის ფეხბურთელს თანაგუნდელები იხსენებენ.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი, რომელიც 18 ივლისს მცხეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. მიზეზად საგამოძიებო უწყება კონკრეტულ საპროცესო მოქმედებებს ასახელებს, რომელიც უწყების ინფორმაციით, განსხვავებულად უნდა ჩატარდეს.

გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. შსს-ში დღეს გამოკითხვაზე სამი პირი იმყოფება. ისინი იუბილარ ანი გაბეჩავას წვეულების სტუმრები არიან, კონკრეტულად გამოძიებას მათთან რა კითხვები აქვს ჯერჯერობით უცნობია.

 

https://www.facebook.com/fc.saburtalotb/videos/971882909911700

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g