LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმკაცრე არ იყო ადამიანების დაშინება, ეს იყო გაფრთხილება – ლევან რატიანი

227
დსფს-1

“სიმკაცრე არ იყო ადამიანების დაშინება, ეს იყო გაფრთხილება”,- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა რადიო „ჯორჯიან თაიმსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ბრძოლაში საქართველომ წარმატებას მიაღწია.

„ჩემს ქვეყანას ვუსურვებ, ყველა სხვა დარგში ასეთი წარმატებისთვის მიეღწიოს, როგორც კორონასთან ბრძოლაში…

ჩვენი ქვეყნის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ იზოლაციამ, მკაცრმა წესებმა გაამართლა. სიმკაცრე არ იყო ადამიანების დაშენება, ეს იყო გაფრთხილება. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მე ბოლომდე ვიბრძვი, არც ერთ მძიმე პაციენტზე ხელს არასდროს ჩავიქნევ, ეს ჩემი ცხოვრების სტილია. რომ არ ვიყო ოპტიმისტი და ბრძოლისუნარიანი განწყობა არ მქონდეს, ვერ ვიქნებოდი ექიმი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები