LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვები, რომლებსაც კონტაქტი აქვთ ბუნებასთან, უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები არიან

407
childrenandnature

ბუნებასთან კონტაქტის ხანგრძლივობა პირდაპირ კავშირშია ბავშვის ბედნიერებასა და ჯანმრთელობასთან. ამის შესახებ ახალი კვლევა გვამცნობს, რომელიც ცოტა ხნის წინ ლონდონის ერთ-ერთი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ინსტიტუტის მკვლევარებმა ჩაატარეს.. კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ რაც უფრო ხშირად აქვთ ბავშვებს კონტაქტი ბუნებასთან, უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები არიან.

კვლევის ფარგლებში დაწყებითი სკოლის 450 მოსწავლეს აკვირდებოდნენ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ბუნებაში და ზოგადად, ღია სივრცეებში უფრო მეტი დროის გატარების შემდეგ:

  • ბავშვების 90% თვლიდა, რომ მათ რაღაც ახალი და საინტერესო ისწავლეს.
  • 79%-მა მიიჩნია, რომ ეს ცოდნა მათ საშინაო დავალებების მომზადებაშიც დაეხმარება.
  • 84%-ს მიაჩნდა, რომ მათ ახლა ისეთი რაღაცეების გაკეთება შეეძლოთ, რაც ადრე არ გამოსდიოდათ.
  • ბავშვების 79% ამბობდა, რომ საკუთარ თავში უფრო დარწმუნებულები გახდნენ, 81%-ს უკეთესი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა მასწავლებლებთან, ხოლო 79%-ს თანაკლასელებთან.

კვლევის ფარგლებში ბავშვები ეცნობოდნენ ინფორმაციას ბუნების შესახებ, სწავლობდნენ სხვადასხვა მცენარეების ამოცნობას,  ველური ბუნების ბინადრებს, მათი ცხოვრების წესს და ა.შ.

მკვლევარ ნაიჯელ დოარის განცხადებით კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებმა განსხვავებული გამოცდილება მიიღეს, რამაც მათ დიდი სარგებელი მოუტანა. სწორედ ამიტომ,მისი გუნდი აპირებს წინადადებით მიმართოს ბრიტანეთის მთავრობას, რათა სასწავლო დაწესებულებებისათვის სავალდებულო გახდეს სასწავლო დღის განმავლობაში მოსწავლეების მინიმუმ ერთი საათით ეზოში ან თუ შესაძლებელია, რეკრეაციულ ზონაში გაყვანა.

„ყველა თაობას უფრო ნაკლები კონტაქტი აქვს ბუნებასთან, ვიდრე მის წინამორბედს და ეს მაშინ, როდესაც ბუნებასთან კონტაქტი პირდაპირ კავშირშია ბავშვების კარგად ყოფნასთან. გარეთ გატარებული დრო მათ უფრო თავდაჯერებულებს და მოტივირებულებს ხდის, გარდა ამისა, უუმჯობესებს გარშემომყოფებთან ურთიერთობებს.“ – აცხადებს დოარი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g