LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: ჯანსაღ კვებას ტვინის დეგენერაციის პრევენცია შეუძლია

365
prevent dementia

დემენცია ანუ სინდრომი, რომელიც თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირების მოშლის შედეგაც ვითარდება, ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო აქტუალური პრობლემა ხდება მსოფლიოში.

ამ დროისათვის მსოფლიოს მასშტაბით დემენციით 50 მილიონამდე ადამიანი იტანჯება. სინდრომი ძირითადად 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს უვითარდებათ, შემთხვევების დაახლოებით 75% ალცჰაიმერის დაავადებითაა გამოწვეული. დაავადების საწინააღმდეგო მედიკამენტი მედიცინას ჯერ არ შეუქმნია, შესაბამისად კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების მიღება.

ბოლო კვლევების თანახმად როგორც არაერთი სხვა დაავადების შემთხვევაში, აქაც ძალიან დიდი როლის შესრულება შეუძლია ცხოვრების ჯანსაღ წესს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს, იკვებება სწორად, არ ეწევა და არ სვამს, წონას აკონტროლებს და ფიზიკურ აქტივობებს გარკვეულ დროს უთმობს, დაავადების განვითარების რისკები მნიშვნელოვნად მცირდება. მეცნიერების ვარაუდით, რისკის 40%-მდე შემცირებაა შესაძლებელი.

აღნიშნულთან დაკავშირებით მკვლევარებმა საზოგადოებას  მოხსენება გასულ კვირას, ალცჰაიმერის დაავადების საერთაშორისო ასოციაციის კონგრესზე გააცნეს. მათ გამოყვეს რისკ-ფაქტორები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც დემენციის განვითარების რისკები იმატებს. ესენია: თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება, სიმსუქნე, დიაბეტი, სისხლის მაღალი წნევა, დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა, თავის მძიმე ტრავმა და ა.შ.

პრევენციის საუკეთესო საშუალებები კი ნორმალური ფიზიკური აქტივობა და სწორი კვებაა. საჭიროა წყლის დღიური ნორმის მიღება, მენიუში კი ახალი ხილი და ბოსტნეული, მარცვლეული და თევზი უნდა ჩაერთოს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g