კორონავირუსული პანდემიის გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.
როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთევან დარცმელია “ინტერპრესნიუსთან”აცხადებს, ამ ეტაპზე ბაგა-ბაღების წარმომადგენლებთან კონსულტაცია იმ რეგულაციებზე მიმდინარეობს, რომელიც პროტოკოლში გაიწერება.
სააღმზრდელო პროცესის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი სავარაუდო ცვლილება, ჯგუფებში ბავშვების რაოდენობის შემცირებაა.
როგორც ქეთევან დარცმელია ამბობს, შრომის ინსპექცია ბაგა-ბაღების ჯგუფში, 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვის დაშვებას ითხოვს.
“ვმუშაობთ და რაღაც მონახაზი შემუშავებული გვაქვს, გადაგზავნილია კერძო ბაღების წარმომადგენლებთან. ჩვენ ვგეგმავთ 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვის დაშვებას, მაგრამ მათ არ აწყობთ ეს ვარიანტი და გვთავაზობენ 2 კვ.მ-ზე ერთი ბავშვის დაშვებას. არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილი იქნება 2 კვ.მ-ზე 1 ბავშვის დაშვება. ეს აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ეპიდემიოლოგებთან.
თერმოსკრინინგი აუცილებლად ჩაუტარდება, როგორც ბავშვებს, ისე მათ მშობლებს და მომსახურე პერსონალს. ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში გაწერილია პროცედურები, როგორ უნდა მოიქცნენ. ჯგუფები ისე უნდა დაკომპლექტდეს, რომ ბავშვების მიყვანის დროს ნაკადები არ შეხვდნენ ერთმანეთს. გარეთ გასეირნების დროს ისე უნდა დაყონ ბავშვები, რომ ერთი ჯგუფი როდესაც დაასრულებს გასეირნებას, მეორე ჯგუფი გავიდეს. დეზინფექცია აუცილებელია. ისეთი სათამაშოები უნდა გამოიყენონ, რომელიც დამუშავდება სადენზინფექციო ხსნარით. ეს არის ძირითადი. ეს რეკომენდაციები იქნება აუცილებლად, სანამ ბაღები ფუნქციონირებას დაიწყებს, მაგრამ ჯერ გვაქვს სამუშაო ვერსია, ვმუშაობთ როგორც ჩვენ, ასევე ბაღების წარმომადგენლები, ჩართულები იქნებიან ეპიდემიოლოგები”, – ახადებს ქეთევან დარცმელიამ.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 3-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი