LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა

95

მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 9.4% გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი ინდექსი არ შეცვლილა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 0,6 %-ით. ფასების ზრდა დაფიქსირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (1,9 პროცენტი) და ელექტრულ და ოპტიკურ მოწყობილობებზე (30,9 პროცენტი).
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი – ამ ჯგუფში ფასები შემცირდა 3%-ით.
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 9,1 პროცენტით. ფასების ზრდა დაფიქსირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (30,9 პროცენტი) და კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (8,5 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 7,8 პროცენტით, რამაც 1,09 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში; სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 22,2 პროცენტით, რაც 0,79 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g