LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზაიშვილი ამერიკაშია: ვაკო სან ხოსეს ყველაზე ახალგაზრდა შენაძენია

100

24 წლის ქართველი ფეხბურთელი აშშ-ს საფეხბურთო ლიგაში წავიდა.
ვაკო ყაზაიშვილი „სან ხოსეს“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც ეგრეთ წოდებული “ბექჰემის წესით” გააფორმა კონტრაქტი. ეს იმას გულისხმობს, რომ ხელფასის ნაწილს მოთამაშეს MLS უხდის.

„ჩვენ გვსურდა გვეყიდა ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც შუძლია მეტოქის მოტყუება, გოლის გატანა და დიდხანს დარჩებოდა ჩვენს გუნდში. ვაკო კი, სწორედ ასეთი მოთამაშეა“, – განაცხადა „სან ხოსეს“ გენერალურმა მენეჯერმა ჯესი ფიორანელიმ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ყაზაიშვილი იჯარის წესით “ვიტესიდან” ვარშავის “ლეგიაში” გადავიდა და პოლონეთის ჩემპიონი გახდა. თუმცა ქართველი პოლონური გუნდის ძირითადის წევრი ვერ გახდა და თამაში ხშირად არ უწევდა. სამაგიეროდ, ყაზაიშვილმა არნემის „ვიტესში“ 2011-2016 წლებში ითამაშა და ერედივიზიონში ჩატარებულ 104 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

რაც შეეხება „სან ხოსეს“, გუნდი MLS-ის დასავლეთ კონფერენციაში თამაშობს და ამ დროისთვის მეშვიდე ადგილზეა: 16 მატჩში 20 ქულა აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g