LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენაკში სასულიერო პირის ოჯახი დააყაჩაღეს

137
BeFunky-collage (1)

სენაკში, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის წინამძღოლის, მეუფე საბა გიგიბერიას ოჯახი დააყაჩაღეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღობისას ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი სახლში არ იმყოფებოდა.

ცნობილია, რომ სახლიდან მობილური ტელეფონები და სხვა ნივთები წაიღეს.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც ჯგუფურად ყაჩაღობას გულისხმობს.

შს მინისტრი: “კრიმინალი ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს, ჩვეულებრივი თემაა”

 

magti 5g