LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრი: “კრიმინალი ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს, ჩვეულებრივი თემაა”

103
Capture

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალი ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს, სტატისტიკის მუდმივი ცვლილება კი ნორმაა და ამაში გასაკვირი არაფერია.

“გაზრდილი კრიმინალი, შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით, გააჩნია, ზოგან გაზრდილია, ზოგან კლება, ეს ჩვეულებრივი თემაა. ეს ხდებოდა ყოველ წელს. ეს სულ მოხდება, ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს, ჩვეულებრივი თემაა, სტატისტიკა, კრიმინალი ხან იზრდება ხან აკლდება. ახალგორში მომხდარ დაპირისპირებაზე კი გამოძიება მიმდინარეობს, ვინც ჩაიდინა მკვლელობა ის არის დაკავებული, დანარჩენის იდენტიფიცირება მოხდება”,- ასე გამოეხმაურა გომელაური ახალქალაქის ცენტრში მომხდარ გარჩევას.

შეგახსენებთ, 8 აგვისტოს ახალქალაქში ადგილობრივების დაპირისპირებას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა-ტარების ბრალდებით სამარათლდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. პარალელურად, გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, რომელიც ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. მიმდინარეობს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც 4 საცხოვრებელი სახლი დაარბიეს და სასტუმრო გადაწვეს.

ახალქალაქში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალდება უკვე წარედგინა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g