ჩიხუახუას ჯიშის ძაღლმა პატრონი სიკვდილისგან იხსნა. შემთხვევა ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, ორიენტალის მუნიციპალიტეტში მოხდა.
სააგენტო UPI–ს ინფორმაციით, 86 წლის ვეტერანი რუდი არმსტრონგი მოტივტივე სახლში მარტო ცხოვრობს და მისი ერთადერთი კომპანიონი ძაღლი სახელად ბუ–ბუა. ამერიკელს გულის შეტევა დაემართა და იმდენად ცუდად იყო, რომ ტელეფონამდე მისვლა ვერ შეძლო.
„არ მინდოდა რომ ძირს ვწოლილიყავი მანამ სანამ ვინმე არ მიპოვიდა. ამიტომ ვუთხარი, ბუ–ბუ დახმარება მომიყვანე“ – იხსენებს პენსიონერი.
ცუგამ პატრონის მითითება სწორად გაიგო, მაშინვე გაიქცა და რამდენიმე წუთში დაბრუნდა მუშასთან ერთად, რომელმაც სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
ძაღლის გმირობით აღფრთოვანებულმა მედიკოსებმა არმსტრონგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხუთდღიანი მკურნალობის შემდეგ მამაკაცი თავის საყვარელ ძაღლს დაუბრუნდა.
„ისე მომენატრა, რომ მეტირება“ – ვთქვა ვეტერანმა, როდესაც დიდი ხნის მონატრებულ ბუ–ბუს შეხვდა.