LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია, როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში

236
BeFunky-collage (4)

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განაცხადებით, თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება.

გვანცელაძე განმარტავს, რომ არ ეტაპზე, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის პირობებში სასწავლო პროცესის გადავადების საფუძველი არ არსებობს.

თბილისის საბავშვო ბაღის ყველა თანამშრომელი სექტემბერში გაზრდილ ხელფასს მიიღებს

სააგენტოს ხელმძღვანლი ასევე ხაზს უსვამს, რომ საჯარო ბაღებში უსაფრთხოების ნორმები სრულად დაცულია.

“მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 14 სექტემბერს ვგეგმავთ სასწავლო წლის დაწყებას. ვფიქრობთ, რომ ახალ სასწავლო წელს შევხვდებით უსაფრთხოების სრული დაცვით”,- აღნიშნა გვანცელაძემ.

ამასთან, კახაბერ გვანცელაძე აცხადებს, რომ ბაღებში  კონკრეტულ მითითებებსა და რეგულაციებს  ჯანდაცვის სამინისტრო შრომის ინსპექციასთან მოლაპარაკებების შემდეგ შიმუშავებს და კონკრეტული გაიდლაინები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g