LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნებში “ევროპულ საქართველოსთან” ერთად: შალვა შავგულიძემ „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა

157
shavgulidzeshalvaaa

შალვა შავგულიძემ პარტია “თავისუფალ დემოკრატები ” დატოვა. აღნიშნულის შესახებ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ გამოიწვია.

“საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია “თავისუფალი დემოკრატები”. ეს გადაწყვეტილება პარტიაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა”, – განაცხადა შავგულიძემ.

შალვა შავგულიძის განცხადებით, “თავისუფალ დემოკრატებს” ნინო გოგუაძე და სანდრო ბარამიძეც ტოვებს. როგორც შალვა შავგულიძემ განაცხადა, პარტიას ტოვებს “თავისუფალი საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი გიორგი ქიტიაშვილიც.

„პარტიიდან წასვლის შემდეგ, ჩვენ, ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე, გავაგრძელებთ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოსთან” და არჩევნებში მათთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას, რაზეც მათგან უპირობო შემოთავაზება გვაქვს”, – განაცხადა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, შალვა შავგულიძე 2019 წელს მთაწმინდის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. მეორე ტურში ის „ოცნების“ კანდიდატ ლადო კახაძესთან დამარცხდა.

შავგულიძის კანდიდატურა მთაწმინდის მაჟორიტარობაზე ორმა პარტიამ დაასახელა. „ევროპული საქართველომ“ და „თავისუფალი დემოკრატებმა“. კახაძესთან დამაცხების ერთ-ერთი მიზეზი მისი „ევროპულ საქართველოსთან“ დამეგობრება გახდა.

წლების წინ შავგულიძე სულხან მოლაშვილის ადვოკატი იყო და გიგა ბოკერიას გუნდში ყოფნა ამომრჩეველმა არ აპატია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g