LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ლგბტ თემის წარმომადგენლებს“ – პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ „ღირსების მარშს“ უერთდება

57
ლგბტ+ დროშა

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“  5 ივლისს დაგეგმილ „ღირსების მარშს“ სოლიდარობას უცხადებს და უერთდება. აღნიშნულის შესახებ  განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ვუერთდებით „ღირსების მარშს- სოლიდარობისთვის“ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ლგბტ თემის წარმომადგენლებს საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში,“ – ვკითხულობთ განცხადების ტექსტში.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ მიუღებელია, როდესაც ადამიანების სხვადასხვა ნიშნით დაყოფა და საზოგადოების არათანაბარ წევრებად წარმოჩინება ხდება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თუ  ჩვენ გვინდა შევდგეთ როგორც სახელმწიფო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა თანაბრად იგრძნოს თავი დაცულად და თვითრეალიზებულად ამ ქვეყანაში.

„დღეს იწყება პრაიდის კვირეული და იმედი გვაქვს, ყველანი ერთად შევძლებთ დავანახვოთ არამარტო ლგბტ თემის წარმომადგენლებს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც რაიმე ნიშნით თავს საზოგადოებიდან გარიყულად გრძნობს, რომ შეგვიძლია მათი თანადგომა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას კანონი და უზრუნველყოს ყველა ღონისძიების მშვიდობით ჩატარება, “- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ Tbilisi Pride-ის ინიციატივით, 5 ივლისს, „ღირსების მარში“ გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, გარდა „ღირსების მარშისა“ მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ფესტივალი და სხვა კულტურული ღონისძიებები. ღირსების მარშის სლოგანი – „გამოდი სოლიდარობისთვის“ იქნება.

„ლგბტ+ თემის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, სახელმწიფო არასაკმარისი ღონისძიებებით შემოიფარგლება“ – ომბუდსმენი „თბილისი პრაიდზე“ განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები