LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ასე გამოიყურება დატბორილი ბათუმი ახლა

480
sd

ბათუმში ორი დღეა, ძლიერად წვიმს. ძლიერი ნალექის გამო დატბორილია რამდენიმე ქუჩა.

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, პრობლემები შეიქმნა ხიმშიაშვილის, ლერმონტოვის, შავშეთის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე.

ვიდეოს ავტორი ავთო დვალიშვილი:

ბათუმის მერიის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა სამსახური. მობილიზებულია „ბათუმის წყლის“ სპეცტექნიკა და სანიაღვრე ქსელის ჯგუფები.

მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ამოტუმბვითი სამუშაოები. სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. სანიაღვრე წყლების შეუფერხებლად გადინების მიზნით, ზღვაში გამსვლელი არხები ინტენსიურად იწმინდება.

კომპანია „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ სანიაღვრე არხები წინასწარ იყო გაწმენდილი და გახსნილი, მაგრამ იმ რაოდენობით ნალექი მოვიდა, რომ შეუძლებელი იყო ჭებს გაეტარებინა. მობილიზებულია ბათუმის წყლის სპეციალური ტექნიკა, სანიაღვრე ქსელის ჯგუფები და ამ წუთებში მიმდინარეობს სამუშაოები.

 

ძლიერი ნალექის გამო, ბათუმი – მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g