შატილში მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალ, 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადოს.
საქართველოს მთავრობამ განცხადება გაავრცელა:
შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.