საქართველოში მიმდინარე 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ჰოლანდიამ გერმანიას 4:1 მოუგო. ჰოლანდიელებს ერთი თბილისელი გულშემატკივარი მხურვალედ ქომაგობდა და ჰოლანდიელი ჟურნალისტების ყურადღებაც მიიპყრო.
ad.nl სტატია დაწერა 45 წლის არამ არუთინიანზე, რომელიც ჰოლანდიური ფეხბურთის დიდი ქომაგია. ამის დასტურად მან ზურგზე ტატუ გაიკეთა, რომელზეც მისი აზრით ჰოლანდიური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდი ასახა.
ჰოლანდიის ნაკრების თავკაცმა სტეკელენბურგმა არუთინიანს მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქარიც გადასცა.