ხვალიდან “ბავშვთა უფლებათა კოდექსში ” შეტანილი ცვლილებები ამოქმედდება. ახალი მოდელის მიხედვით, სოციალური მუშაკი სასამართლოს გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, სიღარიბე ვერ გახდება ბავშვის ოჯახიდან გაყვანის საფუძველი.
სოციალური სააგენტოების პარალელურად იმუშავებს მულტიფუნქციური ჯგუფები , რომელიც მონიტორინგს გაუწევს ერთის მხრივ სოციალური მუშაკების საქმიანობას და მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს ოჯახის გაძლიერებას. უცვლელი რჩება შინაგან საქმეთა სამინიტროს როლი.
პარლამენტმა ბავშვთა უფლებათა კოდექსი – გასულ წელს განიხილა და დაამტკიცა, ის ძალაში 1 სექტემბრიდან შევა.
ძალადობის შემთხვევაში, სამართალდამცველები ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
” ბავშვთა უფლებათა კოდექსი არის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კანონი”-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
კანონზე მეცხრე მოწვევის პარლამენტმა იმუშავა, რომელიც შემოიტანს მთელ რიგ სოციალურ და საგანმანათლებლო გარანტიებს.