საქართველოში 24 საათში ,,კოვიდ 19″-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 20-ით გაიზარდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 1568-ს მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაციასა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გამოჯანმრთელდა კიდევ 9 პაციენტი და ჯამში ვირუსი ქვეყანაში 1279-მა ადამიანმა დაამარცხა.
ინფიცირების 19 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 6185 ადამიანი იმყოფება.
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ 41-ია.