LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში მოსალოდნელი პრობლემური შემოდგომა COVID 19-თან ერთად

164
thumbs-b-c-52ccbc28198f1d7bdf36c314757fb868

დიდი ბრიტანეთის მთავრობა მოწოდებულია COVID 19-ის სწრაფი ტესტირებისთვის ნახევარი მილიარდი ფუნტი – თითქმის 600 მილიონი ევრო უზრუნველყოს.

უპირველეს ყოვლისა, გადამოწმებას ექვემდებარება ისინი, ვინც ცხოვრობს მანჩესტერსა და ჰემფშირში. ეპიდემიის აღსაკვეთად ასიმპტომური ვირუსის მატარებლების იდენტიფიცირებაა საჭირო.

ხელისუფლებამ ასევე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მშობლებს მიმართა – ვაქცინების შემქმნელებს ახალგაზრდები სჭირდებათ, რომ წარმატებით დაასრულონ კორონავირუსის ვაქცინის მეორე ეტაპი.

“ხავერდოვანი სეზონის” წინა დღეს, როდესაც ძირითადად მოხუცები დადიან დასასვენებლად თბილ ქვეყნებში, ოფიციალურმა ლონდონმა განაცხადა, რომ პორტუგალიიდან დაბრუნებულები კარანტინაში არ დარჩებიან, მაგრამ უელსისა და შოტლანდიის ხელისუფლებამ ამ ხალხს ორი კვირის თვითიზოლაციის დაწესება ურჩია.

რუმინეთში, სადაც 90 ათასზე მეტი ინფიცირებული ადამიანია რეგისტრირებული, უნივერსიტეტები სტუდენტებისათვის კამპუსებისა და საკლასო ოთახების გახსნით, სასწავლო წელს ჩვეულ რეჟიმში იწყებენ.

საბერძნეთში, კუნძულ ლესვოსის დევნილთა ბანაკში ორკვირიანი კარანტინი დაიწყო. კვირის შუა რიცხვებში, იქ პირველი ინფიცირებული აღმოაჩინეს. ორ და ნახევარ ათას ადამიანზე გათვლილ ამ მიმღებ ცენტრში თითქმის 13 ათასი მიგრანტი ამჟამად ხალხმრავალ პირობებში ცხოვრობს.

 

 

ამასობაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლის, მარგარეტ ხარისმის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 2021 წლის ზაფხულამდე არ იქნება შესაძლებელი.

მარგარეტ ხარისმი: “ყველა ერთობლივად, სოლიდარულად ვმუშაობთ. ინფორმაციას ვცვლით, ვადარებთ, რომ მსოფლიომ ისეთი ვაქცინა მიიღოს, რომელიც ყველას დაიცავს, მაგრამ თუ რეალისტურ ვადებზე ვისაუბრებთ, არ ველოდებით მასშტაბურ ვაქცინაციას მომდევნო წლის ზაფხულამდე”.

 

ყველას შეიძლება არ შეხვდეს: COVID 19-ის ვაქცინა – ვინ მიიღებს მას პირველად?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g