LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლოვენია პირველია ევროპაში, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის დასრულება გამოაცხადა

148
სლოვენია 22

სლოვენიის ხელისუფლებამ აცხადებს, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ეპიდემიის რეჟიმი, რომელიც 12 მარტს გამოცხადდა, დასრულდა. ევროპის სხვა ქვეყნებში პანდემია გრძელდება.

ამ დროისთვის სლოვენიაში კორონავირუსით დაინფიცირებული 1464 ადამიანია გამოვლენილი, ქვეყანას ვირუსით გარდაცვლილი 103 ადამიანი ჰყავს, ხოლო 267 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„დღეს სლოვენიას ევროპაში ყველაზე ხელსაყრელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა აქვს, რომელიც ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, გამოვაცხადოთ, რომ ეპიდემია დამთავრდა“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანშამ.

მან დააზუსტა, რომ ზოგიერთი შეზღუდვა ქვეყანაში მანამდე დარჩება, სანამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მსოფლიოში იარსებებს.

ქვეყნის მაცხოვრებლებმა უნდა ატარონ ნიღბები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, არ შეიძლება დიდი თავყრილობების მოწყობა.

ამასთან,  18 მაისიდან არასასურსათო მაღაზიებსა და რესტორნებს შეზღუდვები მოეხსნება.

მეზობელ იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 223 ათასამდე გაიზარდა, 31 ათასზე მეტი ადამიანი გარდაცვლილია. განსაკუთრებით დაზარალდა ჩრდილოეთ იტალიის პროვინციები, რომელიც სლოვენიას ესაზღვრება.

ტურისტული ჩრდილოეთ იტალიაში Train | Save ...

შედარებისთვის, რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 10 598 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო დაინფიცირებულთა რიცხვა 262 ათას ადამიანს მიაღწია. ამ მაჩვენებლით რუსეთი მსოფლიოში აშშ-ს შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. თუმცა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი რუსეთში ნაკლებია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები