გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი 4 არასრულწლოვნის აღკვეთის ღონისძიება დღევანდელ სასამართლოზე გადაისინჯა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ოთხივე მათგანი კვლავ პატიმრობაში დარჩა. განცხადება საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა გააკეთა.
როგორც გუგუტიშვილი ამბობს, სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია და არგუმენდღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებატები გაიზიარა იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რაც აღნიშნული პირებისგან მომდინარეობს და სწორედ აქედან გამომდინარე დატოვა ისინი პატიმრობაში.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სასამართლომ იმსჯელა კანონთან კონფლიქტში მყოფი 4 არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებულ პატიმრობასთან დაკავშირებით. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და არგუმენტები, რომ ოთხივე არასრულწლოვანი კვლავ უნდა დარჩენილიყო პატიმრობაში იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც მომდინარეობს აღნიშნული პირების მხრიდან. რასაც თავის დროზე ბრალდების მხარე ასაბუთებდა სასამართლოში და აღნიშნული გარემოებები და საფრთხეები ისევ სახეზეა იგივე მოცულობით. შესაბამისად, ოთხივე პირი კვლავ პატიმრობაში დარჩა. რაც შეეხება დღევანდელ პროცესზე დაკითხულ მოწმეებს, დღევანდელ პროცესზე დაიკითხა 4 მოწმე, მათ შორის იყვნენ როგორც გამომძიებლები, რომლებმაც სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს, ასევე იყო მოწმე სალომე ჭკადუა, რომელიც იმყოფებოდა აგარაკის ტერიტორიაზე, წვეულებაზე და აღნიშნულ მოწმესთან დაისვა ყველა შესაბამისი შეკითხვა ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ“, – განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.