4 სექტემბერს, ფილარმონიასთან მომხდარ აფეთქებას 26 წლი ახალგაზრდა გიგა გრიგალაშვილი ემსხვერპლა.
ის დაოჯახებული იყო, მას მეუღლე და პატარა შვილი დარჩა. სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებულ დეტალებზე წერენ.
„მეუღლე ბორჯომელი ჰყავს, იქ ყოფილა დედამისთან, როცა ეს უბედურება მოხდა. ამბობდა თურმე, – გული ცუდს მიგრძნობსო. ისეთი სიყვარული ჰქონდათ, ლეგენდები დადის მათ სიყვარულზე. აღმერთებდა გიგა თავის ცოლს, ბედნიერები იყვნენ და უცებ ამხელა ტრაგედია…”
გიგა გრიგალაშვილი ჟურნალისტ ნინო ომანაძის ძმისშვილი აღმოჩნდა. ნინომ მისი ფოტოები თავის “ფეისბუქგვერდზე” გამოაქვეყნა.
“სულიც აღარ შემრჩა! მამიდას გიგა, იმედი…”-დაწერა ნინო ომანაძემ.
შეგახსენებთ, ფილარმონიასთან კლუბ „დეჟავუში“ აფეთქებას გიგა გრიგალაშვილი ემსხვერპლა. 3 ადამიანი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება ჟანგბადის ბალონმა გამოიწვია.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.