“საქართველოში ყოფნისას გრძნობ, რომ მეგობრებთან ხარ,” – ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა, უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრამდე გააკეთა და დასძინა, რომ “უკრაინელებმა და ქართველებმა იციან, თუ როგორ იბრძოლონ თავისუფლება და დამოუკიდებლობისთვის”.
„ ეს არ არის უბრალოდ ოფიციალური ვიზიტი, ამ ვიზიტით ჩვენს მეგობრობას ხაზს ვუსვამთ“, – აღნიშნა მან.