ბრიტანულმა ჯგუფმა Gorillaz ახალი სიმღერა, Strange Timez და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიციაში კოლექტივს პარტნიორობას ლეგენდარული როკ-ჯგუფის, The Cure-ის ფრონტმენი, რობერტ სმიტი უწევს.
აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია Gorillaz-ის ალბომში, Song Machine შევა, რომელიც 20 ოქტომბერს გამოვა. ცნობისთვის, ახალ ალბომში ლეგენდარულ ელტონ ჯონთან ერთობლივი ნამუშევარიც იქნება წარმდგენუილი.