ლილოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გარდაცვლილია ქვეითად მოსიარულე პიროვნება.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.