თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტი ჩნდება.
“ფორმულას” ინფორმაციით, საქმე ეხება ახალგაზრდა ქალს, რომელთანაც ბაჩალიაშვილი მეგობრობდა. გამოძიებამ 30 წლამდე ქალის აღწერილობის შესახებ მეზობლების მონაყოლის მიხედვით სამი ფოტორობოტი შექმნა.
გარდაცვლილის დედა ყვება, რომ გოგონა თამუნას პანაშვიდზე მაშინ მივიდა, როცა იქ მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ.
“პანაშვიდზე მოვიდა, სასახლეზე დაემხო და თამუნას ეუბნებოდა მაპატიე, ვერ დაგიცავიო”.
მეზობლებს გოგოს ქცევა საეჭვოდ მოეჩვენათ. საეჭვოდ ჩათვალეს ის გარემოებაც, როცა მან სახლში წასვლა გადაწყვიტა და მეზობელს ჰკითხა რამდენად სანდო იყო ტაქსის მძღოლი.
როგორც ჩანს, მას ტაქსში ჩაჯდომის ეშინოდა.